მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელ ქალს, სერენა უილიამსს, სტრესის მოხსნის ბანალური რეცეპტი ჰქონია.
ვარსკვლავი შოპოჰოლიკია და რამდენიმე ხნის წინ ის მაიამის მაღაზიებში სეირნობის დროს შეამჩნიეს.
წითელ კაბასა და სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილ სერენას პაპარაცებმა რამდენიმე ფოტო გადაუღეს, თუმცა, იმის დადგენა ვერ მოხერხდა, თუ რა შეიძინა სპორტსმენმა.
სამაგიეროდ, ცნობილია, თუ რის გაყიდვას აპირებს ის – ჩოგბურთელი ლოს-ანჯელესში მდებარე ბინას ყიდის და 220-კვადრატულმეტრიანი ბინის სანაცვლოდ 1,8 მილიონი დოლარის მიღება უნდა.