საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ, დღეს, ოზურგეთში გამართული არჩევნები ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე წუთის წინ შეაფასა:
_ გურულების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან მაღალი აქტივობა იყო. ხალხი მობილიზებული იყო დავფიქრობ, რომ უფრო მობილიზებული იქნება ოქტომბერში.
არჩევნები მშვიდ გარემოში, ექსესების გარეშე ჩატარდა და ახლა შედეგებს უნდა დაველოდოთ.
წინასწარი მონაცემებით ქალაქ ოზურგეთში "ქართული ოცნების" კანდიდატმა მოიგო, ნასაკირალში დავმარცხდით. არჩევნების წაგების მიზეზს გაანალიზება სჭირდება, _ აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი დემოკრატიული პროცესის თამდევია:
_ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება, ერთად მუშაობა, _ დასძინა ვოლსკიმ.