უკრაინის გენერალური პროკურატურა უკრაინაში საქართველოს ყოფილ კონსულს თემურ ნიშნიანიძესა და საკონსულს ყოფილ თანამშრომლებს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ნიშნიანიძის სამუშაო კაბინეტსა და საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა უკვე ჩატარდა. ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს. საუბარია დაახლოებით 20 მილიონ გრივნაზე.
ეს ფაქტი ოდესის გუბერანტორმა, მიხეილ სააკაშვილმა გააპროტესტა, რომელმაც მომხდარს პოლიტიკური დაკვეთა უწოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ნიშნიანიძე ამჟამად სააკაშვილის თანაშემწედ მუშაობს.
თავად თემურ ნიშნიანიძის თქმით კი, ჩხრეკის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონერებასთან საერთო არაფერი აქვს.
ამასთან, უკრაინის მთავრი პროკურორის, იური ლუცენკოს ინფორმაციით, რამდენმე საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შესწავლა დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე ტარდება და მათ შორის არის ნიშნიაძესთან დაკავშირებული ფონდი სახელწოდებით – "На благо Одессы".
როგორც უკრაინული მედია წერს, ზემოაღნიშნული ფონდი სამართალდამცველების ყურადღების ქვეშ იმის გამო მოხვდა, რომ უკრაინაში საქართველოს ყოფილი კონსულმა ნიშნიანიძემ და საკონსულოს სხვა ყოფილმა თანამშრომლებმა ფონდიდან დაახლოებით 20 მილიონი გრივნის ოდენობის თანხა მიიღეს ბრენდულ მაღაზიებში ძვირადღირებული პროდუქციის შესაძენად.