უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო უახლოეს საათებში აპირებს მოისმინოს საგამოძიებო ქვეგანყოფილების ხელმძღვანელების მოხსენება, რომელიც ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას უკავშირდება.
უწყების ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის გამომძიებლები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩხრეკას ატარებენ, რომელიც უკავშირდება სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირთა მიერ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს 2012-13 წლებში.
„აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, მათ შორის, ყოფილი გენერალური კონსულის, თეიმურაზ ნიშნიანიძის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებში. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია შავი დოკუმენტაცია, რომელიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს“, – განაცხადეს უკრაინის გენპროკურატურაში.
ფაქტი ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააპროტესტა და ჩხრეკის ადგილზე მივიდა გუბერნატორმა მომხდარს „სამარცხვინო პოლიტიკური დაკვეთა“ უწოდა და იური ლუცენკოს გამომძიებლების გაყვანა მოსთხოვა.