დღეს დაწყებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხვალ, 7 ივლისს, გაგრძელდება.
"დადგენილების პროექტი, რომელიც საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით არ იყო გათვალისიწნებული და ბიუროზეც არ გვიმსჯელია, საჭიროებს სიღრმისეულ განხილვას, კომისიების, ფრაქციების მიერ. ამიტომ უმჯობესი იქნება საკითხის შესწავლის შემდეგ, ხვალ გაგრძელდეს საკრებულოს სხდომა და დადგენილების პროექტი შემდეგ გავა კენჭისყრაზე" – თქვა სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
"სიმართლე გითხრათ, არც მე მაქვს წაკითხული და აქედან გამომდინარე აუცილებლად უნდა წავიკითხოთ რა წერია დადგენილებაში და დროზე უნდა მივხედოთ ამ საქმეს", – თქვა სხდომაზე დავით დარჩიამ.
მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ამ საკითხზე დეპუტატები ხვალ, 7 ივლისს თუ იმსჯელებენ.
"ჩემი თხოვნაა ყველამ წაიკითხოს ეს დადგენილება და ერთად ვიმსჯელოთ თუ რა ზომები უნდა მივიღო, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს ერთხელ და სამუდამოდ", – უთხრა დეპუტატებს დავით დარჩიამ.
დადგენილების პროექტი "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებებს" შეეხება, რომელსაც საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, ხვალ, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.