ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე სიტყვით გამოვიდა.
"მინდა გითხრათ, თავიდან მოკრძალებულად დავიწყეთ, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს რისთვისაც 2018 წელს უნდა მიგვეღწია, ეს უნდა ყოფილიყო ფესტივალი, ამას წელს მივაღწიეთ. 2018 წელს ნოდარ დუმბაძის 90 წელი სრულდება და ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის 150 წელია, ჩვენ გრანდიოზულ ფესტივალს ვგეგმავთ", _ თქვა ვასილ ჩიგოგიძემ.
მანვე მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს ვინც მხარი დაუჭირა ფესტივალის ჩატარებაში.
"უღრმესი მადლობა, ჩემო ბატონო მიშა (საუბარია კულტურის მინისტრზე, მიხეილ გიორგაძეზე)",_ თქვა ვასილ ჩიგოგიძემ.
ინფორმაციისთვის, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალში 14 თეატრი მონაწილეობს.