სტამბოლში განგაშია, გადაკეტილია ქალაქის ორი მთავარი, ბოსფორის და სულთან მეჰმეტის ხიდები.
ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ BBC-იმ და სხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, განგაშის და ხიდების დაკეტვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, ნათქვამია, რომ ქალაქის თავზე დაფრინავენ პოლიციის და სამხედრო თვითმფრინავები და ქალაქში ისმის სროლის ხმა.
თურქული მედიის ინფორმაციით კი, რომელიც ჯერჯერობით არ დადასტურებულა, ქვეყნის უსაფრთხოებამ აღმოაჩინა, რომ მთავარი ხიდები დანაღმული იყო, რის გამოც მოხდა მათი გადაკეტვა და ამ წუთებში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.