თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პარლამენტის შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაჭრილია ერთი დეპუტატი და პოლიციელი. აღნიშნულის შესახებ მედიაში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
ამასთანავე, თვითმხილველების ინფორმაციით, პარლამენტის შენობიდან კვამლი გამოდის. მათივე ცნობით, თურქეთის პარლამენტის შენობაში აფეთქების ხმა ორჯერ გაისმა.
თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თარგმანს ტელეკომპანია "იმედი" პირდაპირ ეთერში გადასცემს.
შენიშვნა: ფოტოზე არ არის გამოსახული შემთხვევის ადგილი