თურქეთის ხელისუფლებას ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი "სრულად უჭერს მხარს დემოკრატიული გზით არჩეულ მთავრობას"
"თურქეთი ევროკავშირის მთავარი პარტნიორია და სრულად უჭერს მხარს დემოკრატიული გზით არჩეულ მთავრობას, ქვეყნის ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას.
მოვუწოდებთ კონსტიტუციური წესრიგის სწრაფი აღდგენისკენ და ყურადღებით ვაგრძელებთ მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას," _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.