REUTERS-ის მიერ ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 60 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მხარდასაჭერად სტამბოლის ქუჩებში ათი ათასობით მოქალაქე შეიკრიბა, რის შედეგადაც სამხედროებმა ტანკები მიატოვეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყნის გადატრიალების წარუმატებელმა ცდამ შესაძლოა თურქეთის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
მთავრობის დამხობის მცდელობის დაწყების დროს, თურქეთის პრეზიდენტი სამხრეთ სანაპიროზე ისვენება, ხოლო როდესაც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ შეიტყო სტამბოლში დაბრუნდა.
"აჯანყება ღალატის მცედლობაა და დამნაშავეები დაისჯებიან,"_განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ოფიცებს აპატიმრებენ და სამხედრო დანაყოფების კულმინაციური წმენდა მიმდინარეობს.
სროლისა და აფეთქებების ხმა ანკარაში და სტამბულში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბოსფორის სრუტეში ხიდზე 50-მდე ჯარისკაცმა იარაღი დაყარა და ხელისუფლებას ჩაბარდა, ხოლო მანამდე სტამბულში პოლიციას კიდევ 30 ჯარისკაცი დანებდა.