ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მათ ერაყსა და სირიაში ტერორისტულ დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწევები აქვთ, მაგრამ „ისლამური სახელმწიფო“ მაინც საფრთხეს წარმოადგენს.
მისივე თქმით, ჯიჰადისტების დაჯგუფებამ კონტროლირებადი ტერიტორიები დაკარგა, რის გამოც, მათი გააქტიურება საზღვრებს გარეთ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტეტებშია მოსალოდნელი.
მაუწყებლის ინფორმაციით, ობამამ ასევე უარყო იანვარში ირანისთვის 400 მილიონი დოლარის გადახდა ამერიკელი პატიმრების გასათავისუფლებლად.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად საფრანგეთში, გერმანიასა თუ სხვა რამდენიმე ქვეყანაში მომხდარი ტერაქტებისა, „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიასა და ერაყში მთელი წლის განმავლობაში ვერ შეძლო შეტევითი სამხედრო ოპერაციების წარმატებით განხორციელება.
ობამამ ასევე განაცხადა, რომ მომხდარის მიუხედავად მთავარია შიშს არ დანებდეს მოსახლეობა.
„ისლამურ სახელმწიფოს“ არ შეუძლია, თავს დაესხას ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ნატო-ს წევრ რომელიმე ქვეყანას", _ აცხადებს ობამა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები თვითონ ვერ დაამარცხებს „ისლამურ სახელმწიფოს“, თუ მისი ლიდერები ცუდ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„ჩვენ არ შეგვიძლია ამ ბრძოლის მოსაგებად ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რაც დასავლეთისა და ისლამის ცივილიზაციის დაპირისპირებას გამოიწვევს, რადგან ისლამის დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ისინი წინ აყენებენ", _აცხადებს ობამა.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ლიბიაში სამხედრო ძალები გააძლიერა, მას შემდეგ, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერთ-ერთი ჯგუფი დაბომბა.
მაუწყებლის ცნობით, დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებულები არიან ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ზრდის გამო.