თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი კომუნისტური იდეოლოგიის გამომხატველი სიმბოლოების გამოყენების თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედება არ შედის გამოხატვის თავისუფლებაში.
"ეს საქართველოს კანონია "თავისუფლების ქარტია".
ეს მისი პირველი მუხლია:
"ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით…. კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა."
ხოდა იდეოლოგიის საფუძვლებისო, იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებებისო!!!!
თუ ერთი ორ დღეში ვერ მიხვდებით პროპაგანდა, კომუნისტური, ტოტალიტარული იდეოლოგიის ქადაგება რას ნიშნავს ამაზეც შეგეხმიანებით.
და მხოლოდ ნამგალი და ურო არ დაახატოთ კედლებზე ძახილი არ გვიშველის, პროპაგანდა, ზომბირება, იდეოლოგიის ქადაგება უფრო საშიშია და ასალაგმია.
— სიძულვილის ენა დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლების კომპონენტი არ არის!!
— კომუნისტური იდეოლოგიის, ოკუპანტის მორჩილების ქადაგებაც, გამოხატვის თავისიფლების კომპონენტი არ არის!!!
— კანონი პირდაპირ ამბობს "აკრძალვაო" და კიდევ მანამდე "პრევენციული ზომებიო".
ხოდა ველოდებით!!!!
მადლობთ ყურადღებისთვის"- წერს სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელი.