„რესპუბლიკურმა პარტიამ" საპარლამენტო სიის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა. სიის პირველმა ნომერმა და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და კანდიდატებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.
როგორც დავით უსუფაშვილი ამბობს, ის მზადაა ჩაერთოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და კოალიციის ლიდერებთან დებატებში, მათ შორის, ის მზადაა მიიღოს მონაწილეობა დებატებში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთანაც.
სია შედგენილია იმ პრინციპით, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძველი პოლიტიკოსები. მაგალითად, 40 წლის დაძველების ლევან ბერძენიშვილი, 25 წლის დაძველების დავით უსუფაშვილი, ნოდარ ებანოიძე, ფრიდონ საყვარელიძე და სხვები.
ჩვენ გვყავს ათი წლის დაძველების თინა ხიდაშელი და ხათუნა სამნიძე. გვყავს ორი-სამი წლის დაძველების თამუნა ხიდაშელი, თამუნა კორძაია, გიორგი თოდუა ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში. ასე რომ, სიაში წარმოდგენილი ვართ „რესპუბლიკური პარტიის“ ყველა თაობა", _ თქვა უსუფაშვილმა.