პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" განცხადებას ავრცელებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს პროვოკაციას არ აჰყვნენ.
"დღეს დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების ორი ფაქტი ზუგდიდსა და თეთრწყაროში.
ორივე შემთხვევაში ინციდენტი მოხდა "ქართული ოცნების" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის.
როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენთვის მიუღებელია საარჩევნო პროცესში ნებისმიერი სახის დაპირისპირება და მითუმეტეს, ძალადობა.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ორივე ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დარწმუნებულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ეფექტურად წარმართავენ საგამოძიებო პროცესს და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა შესაბამის პირს.
კვლავ გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს და განსაკუთრებით ქართული ოცნების მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაებან კონფლიქტში და თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის ფიზიკური ან სიტყვიერი დაპირისპირება", _აღნიშნულია განცხადებაში. (R)