საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ძალადობა "ნაციონალური მოძრაობის" იარაღი იყო და "შერჩათ კიდეც მათ საუბრის და სიცრუის დონეზე, აგრესიული გამონათქვამებისა და თეთრზე შავის მტკიცების დონეზე":
"დღეს ისევ აგრძელებენ ამას და დღეს, კრიმინალები მიგვანიშნებენ წესრიგს. გუშინ, თბილისში, ვარაზისხევზე ავდიოდი და ვნახე რეკლამა _ მელია და ხოშტარია ერთად ჰპირდებიან საქართველოს მოსახლეობას. ნახეთ როგორ დახვეწილი აქვთ სიცრუის ტირაჟირება. 50 ლარი, პრინციპში რეალისტურია, მაგრამ 45 000 სამუაო ადგილს როგორ შექმნიან გაუგებარია.
მესამე ეწერათ საოცრება _ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან. მე პირდაპირ ხოშტარიასა და მელიაზე არ მინდა ვთქვა, მაგრამ მათი პარტიის წევრებიდან ძალიან ბევრი კრიმინალი იყო.
პოლიტიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან საქართველოს მოსახლეობას, ეს არის ის აგრესია, რაც აუტანელი და მიუღებებლია საზოგადოებისთვის.
ჩნდება ისევ განცდა, რომ ვერ დაისაჯნენ, მათ პასუხი ვერ აგეს. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი იყო მაშინდელი ეკონომიკა, როგორ იმართებოდა ბიუჯეტი ერთი ჯიბიდან, როგორი დამოკიდებულება იყო ფინანსებთან, ბიზნესსთან, შევდიოდით ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოებში. კრიმინალები გვასწავლიან წესრიგს და მორალს გვიკითხავენ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება არ არის ასეთი გამოთაყვანებული, რომ ეს დაიჯეროს", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გადცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან"