ამ წუთებში, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები _ დავით ბაქრაძე, რომან გოცირიძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან _ ნინო კვიტაიშვილთან და დავით მჟავანაძესთან ერთად, თავიანთ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს ხვდებიან.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბესო ქათამაძის თქმით, შეხვედრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩენვა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზაცია და ასევე, პერიმეტრებს აკონტროლებს სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელები.
“ენმ“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები პარტიის ლიდერებს ოვაციებით, მანქანების ექსკორტითა შეძახილებით დახვდნენ.