თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები დღეს გაიმართება. სამი კანდიდატიდან ერთს აკადემიური საბჭო აირჩევს. საბჭოს კრება 10 საათზე დაიწყება, სადაც აკადემიური საბჭოს წევრები სამივე კანდიდატს პირადად შეხვდებიან. ხმის მიცემის პროცესი 14 საათზე დაიწყება და 16 საათზე დასრულდება. რექტორის ასარჩევად საჭიროა ხმათა უმრავლესობა, მინიმუმ, 19 ხმა.
რექტორის საარჩევნო კომისიის თვმჯდომარის, დემეტრე ეგნატაშვილის განცხადებით, ხმების დათვლის შემდეგ მედიაკონფერენცია გაიმართება. აკადემიური საბჭოს სხდომა კი 5 საათზე განახლდება, სადაც საბჭოს დადგენილებით ახალ რექტორს დაამტკიცებენ.
"კენჭისყრა გასტანს ორ საათს, მაგრამ ის შიძლება ადრეც დასრულდეს, თუ მასში ყველა ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას, ამის შემდეგ საარჩევნო უბანი დაიხურება და კომისია დაითვლის შედეგებს, 5 საათზე ისევ შევიკრიბებით იმ მიზნით რომ საარჩევნო კომისამ წარუდგინოს შემაჯამებელი ოქმი და აკადემიურმა საბჭომ თავისი დადგენილებით დაამტკიცოს ახალარჩეული რექტორი", _ ამბობს ეგნატაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კანდიდატად განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე, პროფესორი ცირა ბარამიძე და ფილოსოფოსი და მთარგმნელი გია ბარამიძე დარეგისტრირდნენ.