სირია ჰუმანიტარული კრიზის წინაშე დგას. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN გაერო-ს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაერო-ს ჰუმანიტარული ხელმძღვანელის, სტივენ ო ბრეინის განცხადებით, სირიაში მიმდინარე 5 წლიანი ომის შედეგად ალეპო უფსკრულის ზღვარზეა.
„აღმოსავლეთ ალეპო ამ წუთას უფსკრულის ზღვარზეა. სირიაში სისხლისღვრაა. მოქალაქეები იხოცებიან და ჩვენ გვესმის მათი ძახილი, როგორ გვთხოვენ დახმარებას,“_აცხადებს ო ბრეინი.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები, მას შემდეგ, რაც მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება დაირღვა, სირიაში პრობლემის პოლიტიკური გზით მოგვარების გეგმას განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებმა, შესაძლოა, რუსეთის და სირიის ინსტიტუტებს, ასევე კერძო პირებს, მათ შორის მფრინავებს და სამხედრო ერთეულების მეთაურებს, ვინც ჩართული იყვნენ ალეპოს დაბომბვაში სანქციები დაუწესოს.
გაერო-ს გენერალური მდივნის, პან გი მუნის განცხადებით, რუსეთი და სირიის რეჟიმი დესტრუქციულ იარაღს შეგნებულად იყენებს დასაომარ დანაშაულს ჩადის.
გაერო-ში ამერიკის შ ეერთებული შტატების ელჩი, სამანტა პაუერი ესკალაციას სირიაში ყველაზე საშინელს უწოდებს.
„ჩვენ ვნახეთ ყველაზე წარმოუდგენელი 5 წლიანი ომის ყველაზე საშინელი კვირა, რომელმაც 1 700 ადამიანიდან 1 000 მარტო ალეპოში იმსხვერპლა,“_ამბობს პაუერი.
გავრცელებული ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ოფიციალურ პირებს კონტაქტის დასრულებით დაემუქრა, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი,კონტაქტის დასრულების შესაძლებლობას გამოროცხავს და ამერიკის შეერთებული შტატების მუქარას „ემოციურ ავარიას“ უწოდებს.
რიაბკოვის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს სირიაში საომარი ქმედების 7 დღით შეჩერება სურს, ხოლო მოსკოვი მიიჩნევს, რომ ჰუმანიტარული დახმარებისთვის 48 საათი საკმარისია.
„48 საათიანი პაუზა საკმარისია ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობისთვის, 7 დღეში კი ტერორისტულ დაჯგუფებებს შეუძლიათ დარჩენილ მებრძოლებს ახალი შეიარაღება მიაწოდონ,“_აცხადებს რიაბკოვი.