საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის სარჩელი დააკმაყოფილა.
აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომიანია ავცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანიაში დროებითი მფლობელების დანიშვნის შესახებ დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხს, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გამოიტანა. სწორედ ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა "რუსთავი 2".
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კანონის ეს ნორმა ჯერ კიდევ 2015 წლის 13 ნოემბერს შეაჩერა თუმცა, გადაწყვეტილება დღემდე არ იყო მიღებული.