ფოთში, მე-18 საარჩევნო უბანზე 3 საჩივარი ერთდროულად დაიწერა. დამკვირებლების განმარტებით, ხანდაზმულ ამომრჩეველს, რომელსაც მხედველობის პრობლემა ჰქონდა და არჩევანის გაკეთებაში დახმარება სჭირდებოდა, ერთ-ერთი ამომრჩეველი კაბინაში შეჰყვა.
რაც შეეხება მეორე საჩივარს. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ბიულეტენების თავფურცელზე არასწორად იყო მითითებული ბიულეტენთა რაოდენობა, რაზეც ასევე საჩივარი დაიწერა.
მესამე საჩივარი კი, როგორც უბანზე განმარტავენ, დევნილ ამომრჩეველს, რომელიც ხმას ამ უბანზე აძლევდა ლტოლვილის დამადასტურებელი მოწმობა არ გააჩნდა.