ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმის მე-4 საარჩევნო უბანზე სხვა რაიონის 95 ბიულეტენი შეიტანეს, რომლებზეც არ იყო მითითებული "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სახელი და გვარი.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ეს ტექნიკური შეცდომაა, რის გამოც 95 ბიულეტენივე ბათილად არის ცნობილი.