ლანჩხუთში, სოფელ არჩეულის #14 და შრომისუბნის #32 საარჩევნო უბანებზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა გაზრდილ რაოდენობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
მათი თქმით, წინასაარჩევნო წლებთან შედარებით უბნებზე საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა რამდენიმე ათეულითაა გაზრდილი.
„არჩეულში ადრე 488 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული, ახლა კი მისი რაოდენობა ხუთას ბევრად აჭარბებს. ასევე, გაზრდილია ამომრჩეველთა რიცხვი შრომისუბანშიც. თუ 2014 წლის არჩევნებზე არჩეულის უბანზე საკუთარი არჩევანი 290 ამომრჩეველმა დააფიქსირა, დღეს შუადღის მონაცემებით ეს მაჩვენებელი ბევრად გაზრდილია. ამომრჩეველთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ჩვენში გარკვეულ ეჭვის ნიშნებს ბადებს“, _ ასეთია ოპოზიციონეთა აზრი საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებით.
ოპოზიციონერთა ამ ეჭვების საპასუხოდ საოლქო კომისიაში განმარტავენ, რომ გარკვეულ უბნებზე წინა საარჩევნო პერიოდთან შედარებით, ამომრჩეველთა რიცხობრივი ზრდა გამოწვეულია იმით, რომ მოიმატა იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომელთაც უფლება მიეცათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.