ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს ახსენებს, რომ კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება. ამის შესახებ განცხადება ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ გააკეთა.
„ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს ახსენებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება. ასევე აკრძალულია ტელევიზიასა და რადიოში წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება. გარდა ამისა, დღეს, საღამოს რვა საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებაც“, _ აცხადებს მიქელაძე.