ცესკო ვაზისუბანის 63-ე უბანზე რეგისტრატორის ბეჭდის დაკარგვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განაცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია ცესკო-მ გადაამოწმა და ბეჭდის დაკარგვის შესახებ ცნობა არ დადასტურდა. რაც შეეხება დიდუბის მე-14 საუბნო საარჩევნო კომისიას, ანა მიქელაძის ინფორმაციით, კომისიის მიერ წინასწარ შეცდომით შევსებული ოქმი ამოღებულია და გააუქმებულია მოხმარებისთვის, ხოლო საუბნო-საარჩევნო კომისიას საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ ახალი შემაჯამებელი ოქმი გადაეცა.
ამავე თემაზე: