ამ წუთებში „გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში იმყოფება, სადაც სამი საარჩევნო უბანია გახსნილი.
18:00 საათის მონაცემებით, მე-20 საარჩევნო უბანზე სულ 860 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ამ დროისთვის კი ხმა 511-მა მისცა საკუთარ კანდიდატს.
რაც შეეხება 21-ე უბანს, 861 ამომრჩევლიდან არჩევანი 500-მა ამომრცეველმა გააკეთა.
22-ე უბანზე კი, 517 ამომრჩეველია, აქედან 317-მა არჩევანი უკვე გააკეთა.
არცერთ უბანზე საჩივარი არ დაწერილა. კომისიის თავმჯდომარეების განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, კახა ჩავლეიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ მათ პარტიას საჩივარი არ დაუწერია.
ცნობისთვის, “ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ავთანდილ ჩხაიძე სოფელ ბახვიდანაა, რის გამოც, პარტია ამ სოფელს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.