გურიის "დემოკრატიული მოძრაობის"" ოზურგეთის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატის, ავთანდილ ჩხაიძის შტაბის ხელმძღვანელიs კახა ჩავლეშვილის თქმით, აღნიშნულi პარტია ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას 8 საჩივრით მიმართავს:
“ამ დროისათვის მომზადებული გვაქვს და უახლოეს დროში ოზურგეთის საოლქო კომიაში შეგვაქვს რვა საჩივარი:
59.60.53 ჭანიეთი: გასაჩივრებულია მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგები. საფუძველი კენჭისყყრის ოქმზე არ არის ბეჭედი;
59.60.45 შემოქმედი: საარჩევნო უბანზე ვასაჩივრებთ, როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგებს, ვითხოვთ შედეგების ბათილად ცნობას. უბნიდან გატანილია 32 ბიულეტენი;
59.60.24 გურიანთა: საარჩევნო უბანზე ვასაჩივრებთ, როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგებს, ვითხოვთ შედეგების ბათილად ცნობას. ოქმების ბალანსი არ დგება, როგორც მაჟორიტარულში, ისე პროპორციულში ზედმეტად ჩაგდებულია 2-2 ბიულეტენი, სულ 4 ბიულეტენი.
ნარუჯა: ბალანსი არ ჯდება, ვითხოვთ დალუქული ბიულეტენების გახსნა ხელახლა გადათვლას და დაღვევების შემთხვევაში შედეგების ბათილად ცნობას;
ლაშე 2: დაუბალანსებელია და შეუძლებელია ოქმის მიხედვით რაიმე მონაცემის დადგენა და დაზუსტება.
ძალიან მრავლადაა შემთხვევები, როცა უბანიდან დაკარგულია 1 ან 2 ბიულეტენი, ასევე, არის უბნები, სადაც დაკარგულია 4, 5, 6 და 7 ბიულეტენი. თხუთმეტი წელია სხვადასხვა სახით ვმონაწილეობ არჩევნებში და ბიულეტენების უბნიდან გატანის ასეთი მასობრივი ხასიათის შესახებ არ მსმენია“, _ ამბობს ჩავლეშვილი.