ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ ერთი უბნის მონაცემები გამოაქვეყნა, რის შედეგადაც,პარტიების რეიტინგები უმნიშვნელოდ შეიცვალა.
კერძოდ, „ქართულ ოცნებას“ 48,65 %, „ნაციონალურ მოძრაობას“ 27,12 %, „პატრიოტთა ალიანსს“ 5 % ხმების აქვს, ხოლო „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა 4,62 %-მდე გაიზარდა.
საქართველოს მასშტაბით სულ 3 702 უბანი ფუნქციონირებდა. აქედან ამ დროისთვის 3700 უბნის შედეგებია გამოქვეყნებული, ხოლო ცესკოს დასათვლელი 2 უბნის შედეგები დარჩა.