ზუგდიდის რაიონის სასამართლომ სოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევის ფაქტზე დაკავებულ გია მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რათა პროცესში მონაწილე მოწმეებზე ზეწოლა არ მოხდეს.
მხეიძის წინააღმდეგ საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 162-ე და 163-ე მუხლებითაა აღძრული, რაც არჩევნებზე ძალადობას და საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლას გულისხმობს.
ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე მომხდარი ფაქტების გამო 8 ოქტომბრის არჩევნებზე ორივე უბანი გაუქმდა.