ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ეთანხმება სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებას, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩვნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. იან კელის განცხადებით, რამდენიმე უბანზე ძალადობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, მან მოუწოდა ყველა მხარეს, ამ ინციდენტებზე რეაგირება საქართველოს კანონმდბელობის შესაბამისად მოახდინოს.
"საარჩვენო უბნების დიდ უმრავლესობაზე მოსახლეობას ჰქონდა საშუალება, თავისუფლად გამოეხატა საკუთარ პოზიცია და ნება. სამწუხაროდ, იყო რამდენიმე უბანი, მათ შორის მარნეული, სადაც მოხდა ძალადობა და ამომრჩეველთა დაშინების მცდელობა. ჩვენ ვგმობთ ამ ინციდენტებს და ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა საგულდაგულოდ გამოიძიებს ამ ფაქტებს. მნიშვნელოვანია, გავითვალსიწინოთ, რომ ეს არის კენჭისყრის პირველი ნაბიჯი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ ამ ინციდენტებზე რეაგირება მოახდინონ მშვიდობიანი გზით, საქართველოს კანონმდბელობის შესაბამისად. ჩვენ გავაგრძელებთ საარჩვენო კამპანიის მონიტორინგს”, _ აღნიშნა იან კელიმ.