საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, ზაზა თავაძის ოჯახის საკუთრებაში თბილისში მდებარე ბინა და ორი ცეცხლსასროლი იარაღია.
ამის შესახებ თავაძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.
დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ზაზა თავაძის მეუღლე, თეა ძოწენიძე ფლობს თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მდებარე 125.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას. ხოლო ზაზა თავაძის საკუთრებაშია ორი ცეცხლსასროლი იარაღი – სანადირო თოფი-James Purdey and sons და კარაბინი-Sig Sauer 716 Patrol, რომელიც მან 2013 წელს 10 000 ლარად შეიძენა.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, 2016 წლის 13 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გასული წლის განმავლობაში ზაზა თავაძის შემოსავალი საკონსტიტუციო სასამართლოდან მიღებული 120 552.14 ლარია.
დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ზაზა თავაძის სახელფასო ანგარიშზე "საქართველოს ბანკში" 1500.00 ლარი იყო; საკრედიტო ანგარიშზე (American Express ) – 58.66 ლარი, ხოლო მიმდინარე OFFSET-ის სადებეტო ანგარიში იპო+-ზე 27000 დოლარი. რაც შეეხება მის მეუღლეს, თეა ძოწენიძეს, "პროკრედიტ ბანკის" მიმდინარე ანაბარზე მას 180000 დოლარი ჰქონდა, ხოლო ნაღდი ფულის სახით 150000 დოლარი.
რაც შეეხება წინა წლების შემოსავლებს, 2014 წელს თავაძის შემოსავალი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტისთვის 124041.24 ლარი იყო; 2013 წელს ამავე თანამდებობიდან 87400.00 – ლარი მიიღო; 2012 წელს – 83600.00 ლარი; 2011 წელს – 80700.00 ლარი; 2010 წელს – 56118.00;
2016 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, თავაძის სახელზე 4 სესხია:
სესხი, საკრედიტო (American Express ), 12500.00 GEL 01/04/2014, 01/04/2014 – უვადო, საქართველოს ბანკი 30000.00 GEL (გასავალი);
სამომხმარებლო სესხი, სამომხმარებლო სესხი, 8440.00 ლარი, 10/04/2015, 10/04/2015 – 10/04/2019, საქართველოს ბანკი 1971.00 ლარი (გასავალი);
სესხი, იპოთეკური, 182000.00 დოლარი, 30/11/2013, 30/11/2013 – 04/08/2021, საქართველოს ბანკი 35168.00 ლარი (გასავალი);
სესხი, იპოთეკური, 100000.00 დოლარი, 31/12/2014, 31/12/2014 – 05/04/2029 , საქართველოს ბანკი 94837.00 დოლარი (გასავალი).
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა მის მეუღლეს 2016 წლის 15 მარტს 140000 დოლარად შეუძენია.
ამავე წლის მაისში, ზაზა თავაძემ ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მის საკუთრებაში არსებული 114,27 კვ.მ-ის ფართობის სხვენი გაასხვისა და 250000 დოლარად ღირებული საცხოვრებელი ბინა შეიძინა.
რაც შეეხება ოჯახის გასავლებს, დეკლარაციის თანახმად, ზაზა თავაძემ შვილების – იოანე და გიორგი თავაძეების სწავლის გადასახადისთვის გასულ წელს 7500 ლარი გადაიხადა; ბინის სარემონტო სამუშაოებისთვის – 27000 დოლარი დახარჯა, ხოლო ბინისათვის 18000 დოლარად ღირებული ავეჯი შეიძინა.
ამავე თემაზე:
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ბიოგრაფია
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა დასახელდა
დაუჭერს თუ არა პლენუმი მხარს ირინე იმერლიშვილის კანდიდატურას
საკონსტიტუციო სასამართლოს ჩაშლილი პლენუმი და პირველი შეფასებები