ჩოხატაურში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. პირველი ტურის მსგავსად, საარჩევნო უბნებზე საჯარო მოხელეები მრავლად არიან მობილიზებულები.
გამონაკლისი არც შუაფარცხმის საარჩევნო უბანია, სადაც გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე ზურაბ გურგენიძე საარჩევნო უბანზე შესულ ამომრჩეველს, რომელთა მოსაყვანად სპეციალური ტრანსპორტია გამოყოფილი, აკონტროლებს და ზოგიერთს მითითებასაც აძლევს.
აღსანიშნავია, რომ შუაფაცხმის საარჩევნო უბანზე ანალოგიური სიტუაცია _ „გურია ნიუსმა“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც დააფიქსირა. კადრებს შორის განსხვავება არ არის _ სხვაობა მხოლოდ სტატუსებშია.
გურგენიძე, რომელიც 4 წლის წინაც რწმუნებულის თანაშემწე იყო, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი გახლდათ და დღევანდელის მსგავსად, იმდროინდელი ხელისუფლების დავალებას ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა.