ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ამ დროისთვის არსებულ პროცედურულ ხარვეზებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, გორში ამომრჩეველს რეგისტრატორის მაგიდასთან ხმის მიცემის მცდელობა ჰქონდა.
„გორის მაჟორიტარული ოლქის 49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს რეგისტრატორის მაგიდასთან ხმის მიცემის განხორციელების მცდელობა ჰქონდა. მას სურდა საკუთარი არჩევანი კაბინის გარეთ დაეფიქსირებინა, თუმცა, აღნიშნულის შესაძლებლობა მას კომისიის თავმჯდომარემ არ მისცა, მიუთითა შესულიყო კაბინაში და საკუთარი ნება იქ გამოეხატა. პრობლემა აღმოფხვრილია და ამასთან დაკავშირებით საჩივარი არ დაწერილა“, _ განმარტა მიქელაძემ.