"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის შტაბის წევრს ალბერტ მერებაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც "გურია ნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, 22 წლის ალბერტ მერებაშვილი უბანზე დამკვირვებელად იმყოფებოდა, რა დროსაც თავს დაესხნენ.
მათივე ინფორმაციით, მერებაშვილს ფიზიკური დაზიანებები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა კობა ბერიანიძემ თანმხლებ პირებთან ერთად მიაყენა. ფიზიკურ დაპირისპირებას კი წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა უძღვოდა.
,