საარჩევნო სუბიექტი "ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები ჭიათურაში საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე სუბრობენ.
მათი ინფორმაცით ჭიათურაში, გიორგაძის ქუჩაზე # 10-ში მდებარე მე-10 საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გამოდის უბნიდან, უბნის გარეთ ეწევა საარჩევნო აგიტაციას და კვლავ ბრუნდება უბანზე. ასეთი აქტივობა შეინიშნება დილიდან და ატარებს სისტემატურ ხასიათს.
"ასევე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დარღვევა ჭიათურის ზემო ნაგუთის მე-5 საჯარო სკოლაში არსებულ მე-9 უბნაზე "ქართული ოცნების" წევრი არიგებს ფულს. ეს კატეგორიულად მიუღებელია და პირდაპირ მიუთითებს "ქართული ოცნების" მხრიდან მოსყიდვის ფაქტების არსებობაზე.
მესამე დარღვევა ფიქსირდება ჭიათურის მე-11 უბანზე, სადაც "ქართული ოცნების" რეგისტრატორმა განახორციელა ერთით ზედმეტი რეგისტრაცია", _ აცხადებენ"ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები.
"გურია ნიუსი" ცდილობს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას და ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის პასუხს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.