იემენში ჰუდაიდაჰის ციხეზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დაბომბვის დროს ციხეში 84 პატიმარი იმყოფებოდა, რომელთა ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი შემთხვევის დროს დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მაუწყებლის ცნობით, ციხის დაბომბვის შედეგად დაღუპულებს შორის პატიმრების გარდა ამბოხებულებიც არიან.
გავრცელებული ცნობით, ამ თვის დასაწყისში დაკრძალვის დარბაზის დაბომბვის შედეგად 140 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, კონფლიქტის ესკალაცია იემენში 2015 წლის მარტიდან მიმდინარეწობს, როდესაც საუდის კოალიციამ ამბოხებულების უკან დახევის მიზნით საჰაერო კამპანია დაიწყო.