ქალაქ ლანჩხუთის #37 საარჩევნო უბანზე, რომელიც კულტურის სახლის შენობაშია განთავსებული, ინცინდენტი მოხდა.
უბანზე არჩევანის დასაფიქსირებლად მისული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი პანდუსზე ეტლით ასვლისას გადაბრუნდა და როგორც ფაქტის თვითმხილველები ამბობენ, თავის არეში დაზიანებები მიიღო.
ადგილზე გამოძახებული იყო. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაზარალებული „მედალფას“ ლანჩხუთის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაზარალებულს მძიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება და იგი ამ დროისთვის კლინიკაში რჩება.