წუხელ, თბილისში, ყაზბეგის გამზირის 29 ა ნომერთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, უცნობია. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.