მინისტრთა ახალი კაბინეტის შესახებ განმარტებებს აკეთებენ ანალიტიკოსები. ექსპერტი თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, "მთავრობა, პრაქტიკულად, არ შეცვლილა". მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილება მხოლოდ ეკონომიკის მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნაა და ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, გიორგი გახარიას პირდაპირი კავშირი აქვს ივანიშვილთან. ექსპერტი აღნიშნავს, რომ თუ განვლილი ოთხი წლის პრაქტიკა განმეორდა, ეკონომიკური ზრდის ტემპი იქნება ძალიან ნელი.
"მთავრობა, პრაქტიკულად, არ შეცვლილა. არის ერთი სერიოზული ცვლილება _ გახარია, რომელსაც პირდაპირი კავშირი ივანიშვილთან, რაც მნიშვნელოვანია. თუ გინდა, რომ მინისტრი ეფექტური იყოს, უნდა ჰქონდეს პირდაპირი კავშირი მმართველთან თუ გაგრძელდა ის, ბოლო 4 წელი რაც იყო, იქნება ძალიან ნელი ეკონომიკური ზრდის ტემპი. ჩვენი ვალუტის გაუფასურებაზე გარე ფაქტორები მოქმედებს, მაგრამ მოსახლეობას ეს არ აინტერესებს, მათ აწუხებთ ჯიბე", _ აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.