"ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები და ცილისწამება საინტერესო თხრობას მახსენებს უნიჭიერესი ფილოსოფოსებისა: ჭეშმარიტად ეშმაკი ისე არაფერს ცდილობს, როგორც იმას, რომ ქრისტეს ეკლესიაში სახარების ქადაგება გააუქმოს, სახარების მასწავლებლები და მქადაგებლები ყოველი ადგილიდან განდევნოს" _ წერს სოციალურ ქსელში მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია), რომელიც წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარია.
" რატომ? მივხვდეთ ამას… მაკედონელებსა და ათენელებს შორის დიდი ომი და სისხლისღვრა იყო. ასე რომ, ამ ტომებს შორის მოსისხლე მტრობა გაჩაღდა.
მამაცი, მეფე ფილიპე გამოსავალს ეძებდა და ათენელებს შეუთვალა: ,,ათენელნო, თუ გინდათ, რომ ომი შეწყდეს და ჩვენს შორის მშვიდობა ჩამოვარდეს, აი ასე გააკეთეთ: თქვენი ქალაქიდან ყველა ორატორი გააძევეთ. ისინი თავიანთი ოსტატური ქადაგებით ხალხს იარაღისკენ მოუწოდებენ, განხეთქილებას თესენ, ომს ტეხენ და ომის მთელ უბედურებებს გწევენ''. ათენელები მოტყუვდნენ და მაშინათვე მიიღეს გადაწყვეტილება ყველა ორატორის გაძევებისა, მათ შორის – ფოკიონუსი და დემოსთენე, რომლებმაც ხალხს მთელი გულწრფელობით მიმართეს: ,,ათენელნო, თქვენ ფილიპეს სურვილს ხალისით ასრულებთ, ჩვენც მზად ვართ თქვენს ბრძანებებს დავემორჩილოთ, მივდივართ, მაგრამ გვინდა ერთი იგავი მოგითხროთ:
მგელმა ცხვრებთან ელჩები გაგზავნა და შეუთვალა, თუ მშვიდობა გინდათ, ფარადან ნაგაზები გააძევეთ, რადგან იყეფებიან და ხმაურს ტეხენო; მაშინ ერთმა ბებერმა ნაგაზმა თქვა: ,,გაბრიყვებულო ცხვრებო, თქვენ არ გესმით რად უნდა მგელს ჩვენი გაძევება. მისი მიზანი მშვიდობის დამყარება არ არის, არამედ ის, რომ მცველების გარეშე დარჩეთ, ის კი ღამ-ღამობით მოვიდეს, სათითაოდ მოგიტაცოთ და შეგჭამოთ''. ცხვრები კარგად ჩაუფიქრდნენ ამ სიტყვებს და ნაგაზები დატოვეს.
ათენელნო, ასეთივეა ფილიპეს განზრახვა, მას სურს მცველების გარეშე დარჩეთ, ანუ უჩვენოდ, რომლებიც ვლაპარაკობთ, ღიად ვმსჯელობთ, ვყვირით, თათბირზე ჩაძინებულ არქონტებს ვაფხიზლებთ, ხალხს სიფხიზლისკენ მოვუწოდებთ, ხალხს მისი ხრიკებსგან ვიცავთ. ჩვენი გაძევების სურვილი კი იმისთვისაა, რომ მოვიდეს როდესაც უნდა, თქვენ კი მოუმზადებელი დახვდეთ და დაგიმონოთ… მხოლოდ ამის შემდეგ ჩაწვდნენ ათენელები დემოსთენეს სიტყვას და ფილიპეს განზრახვას, ორატორები ქალაქში დატოვეს. ჩაწვდით შორენას ინტრიგებს და მის ,,ოქროს თევზებს!" _ წერს მღვდელ-მონაზონი ანდრია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.