"კონკრეტული სასულიერო პირების მიმართ კრიტიკა, რატომ მიიჩნევა ეკლესიის ლანძღვად ან შეურაცხყოფად ვერ ვხვდები" _ წერს სოციალურ ქსელში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი მამა იერონიმე.
"მე თუ რამეს დავაშავებ, ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას ჩემს ქცევაზე, ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში და ეს სულაც არ იქნება თავდასხმა ეკლესიაზე.
სასულიერო პირმა თავისი ქცევით, თვითონ უნდა გაუფრთხილდეს ეკლესიის ავტორიტეტს.
ეკლესიას ის ხალხი კი არ აკნინებს, ვინც რომელიღაც სასულიერო პირს აკრიტიკებს, არამედ თვითონ უღირსი სასულიერო პირი, რომელიც ამ კრიტიკის მთავარი მიზეზია" _ წერს მამა იერონიმე.