თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მისი სასარჩელო მოთხოვნა 2016 წლის 28 სექტემბერს არ დააკმაყოფილა.
სააპელაციოს დავის საგანს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომლის თანახმადაც, მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
ამავე თემაზე:
მამუკა ახვლედიანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 31 იანვარს გამოცხადდება