ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა დამხარებას ითხოვს. "გურია ნიუსს" სხვადასხვა სოფლებიდან ათეულობით მოქალაქე უკავშირდება. მათი თქმით, სოფლის შიდა საუბნო გზები გაუწმენდავია და გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ყველაზე რთული სიტუაცია სოფელ ჭანჭათშია _ იგი მეორე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი:
_ გუშინ ორჯერ გავუშვით ჭანჭათში ტრაქტორები, თუმცა, გაწმენდა ვერ მოხერხდა. ტრაქტორი ჩვენ არ გვყავს, ტექნიკა ჩვენ არ გვყავს და როგორ გავწმინდოთ? ჩვეულებრივი ტრაქტორები, რომლებიც ჩვენ გვყავს ვერ წმენდნენ _ ერთ მეტრზე დიდი თოვლია. შპს "მექანიზატორს" ვთხოვეთ, თუმცა, ვერ მოგვცეს.
სამტრედიიდან ვინათხოვრეთ ერთი სპეცტექნიკა, რომელიც დღეს ავა ჭანჭათში და დღის ბოლომდე გზა გაიხსნება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზ ურუშაძემ.
მისივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში შიდა სასოფლო გზები ყველგან გაიწმინდება.