გერმანელი ინვესტორი ინგუ შლუტიუსი, რომელიც ორი თვეა ბახმაროში იმყოფება, დღეს გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს შეხვდა და კურორტზე სამომავლოდ განსახორციელებელ სამუშაოებზე ესაუბრა.
„მინდა მადლობა გადავუხადო გუბერნატორს, რომლის უშუალო ჩართულობითაც მოხდა ბახმაროში სატელეფონო კომუნიკაციისა და ინტერნეტის ჩართვა. კურორტზე აღდგა ელექტრო ენერგიის მიწოდება. მობილიზება გაუკეთდა სამაშველო სამსახურს და პოლიციას. მისი ხელშეწყობით თავს დაცულად ვგრძნობთ და მნიშვნელოვნად გვიადვილდება სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაცია.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და კურორტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად გვეხმარებიან დასახული მიზნის მიღწევაში. მომავალი სეზონისთვის ვაპირებ სასტუმროს აშენებას, შევიძენ დამატებით ტექნიკას და დავასაქმებ კიდევ უფრო მეტ ადამიანს.
ვაფასებ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ბახმაროსთან მიმართებაში თქვენმა მთავრობამ განახორციელა. სასიხარულოა, რომ უკვე დაწყებულია გაზიფიცირების საპროექტო სამუშაობი და ბახმაროს განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა. ჩვენ ერთად შევძლებთ ბახმაროს სწრაფ განვითარებას“– განაცხადა გერმანელმა ინვესტორმა. შეხვედრის დასარულს.
როგორც გია სალუქვაძემ აღნიშნა სატესტო სეზონზე ბახმაროს 60-მდე ტურისტი სტუმრობდა, მომავალი წლისთვის კი იგეგმება მათი რაოდენობის გაოთხმაგება და დაიწყება ამ მასშტაბური პროექტის განვითარება.
ამავე თემაზე: "საქართველო მართლაც საოცრებაა, არა?" _ უცხოელი ტურისტების მიერ ბახმაროში გადაღებული ვიდეო ინტერნეტს იპყრობს
სათხილამურო ტრასები, საბაგიროები _ რა წერია ბახმაროს განვითარების გეგმის პირველი ეტაპის დოკუმენტში
ექსკურსია ყველგანმავალით თოვლიან ბახმაროში _ ეს ვიდეო უნდა ნახოთ
ზამთარი ზღვის დონიდან 2050 მეტრზე _ ფოტორეპორტაჟი ბახმაროდან