BBC-ის ინფორმაციით, მექსიკის პრეზიდენტი, ენრიკე პენა ნიეტო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ „მექსიკას კედლების არ სჯერა“.
როგორც ცნობილია, ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, გაუვალი ბარიერის მშენებლობისთვის მექსიკამ უნდა გადაუხადოს, თუმცა ენრიკე პენა ნიეტო აცხადებს, რომ მექსიკა კედლის მშენებლობისთვის გადახდას არ აპირებს.
„ვნანობ და ვგმობ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას კედლის აშენების შესახებ,რომელიც წლების განმავლობაში ამერიკას გაერთიანების ნაცვლად დაშლის“,_აცხადებს ნიეტო.
მისივე თქმით, მექსიკის მთავრობა მზადაა ამერიკელ ხალხს ემეგობროს და მათ მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწიოს.
ამავე თემაზე: