“ან მოვიქცევით, როგორც ცივილიზებულ, ევროპელ მოქალაქეებს შეგვეფერება და გავიმარჯვებთ, ან ისევ ვიგრუზინებთ”, _ ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩვენგან საჭიროა მეტი მოქმედება, მეტი ძალისხმევა, მეტი მუშაობა და რაც მთავარია, მეტი პასუხისმგებლობა! ახლა უკვე ჯერი ჩვენზეა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა. ან შევიფერებთ ევროპელობას და მოვიქცევით, როგორც ცივილიზებულ, ევროპელ მოქალაქეებს შეგვეფერება და გავიმარჯვებთ, ან ისევ ვიგრუზინებთ, ვიზარმაცებთ და გავანიავებთ დღევანდელ გამარჯვებას!!! არჩევანი მარტივია: მე მინდა ევროპა საქართველოში და არ შევეგუები გრუზიას რუსეთში!” _ წერს თაქთაქიშვილი.