მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს თავმჯდომარის საქმეზე სუს-მა ქალაქ ოზურგეთის მერი დაკითხა, პირველ კომენტარს „გურია ნიუსთან“ აკეთებს ბეგლარ სიორიძე.
მისი თქმით, „ასეთ დროს, ნორმალური ადამიანები ასეთი თემებით არ სპეკულირებენ“
_ დასამალი არც არასდროს მქონია არაფერი და არც დღეს მაქვს. არანაირ დაკითხვაზე არ ვყოფილვარ. ადრეც ვთქვი და ახლაც იგივეს ვიმეორებ _ საჭიროების შემთხვევაში არანაირი პრობლემა არაა, მზად ვარ ჩვენება მივცე გამოძიებას, _ გვითხრა ბეგლარ სიორიძემ.
ამავე თემაზე: თაღლითობაში ბრალდებული მთავარი მოწმე და ბევრი თეთრი ძაფი კობალაძის საქმეში
ის, რაც კობალაძის დაკავების ფაქტზე არ უთქვამთ _ რა ჩანაწერები აქვს გამოძიებას
შპს “პირამიდასგან” აღებული 50 000 ლარი _ გელა კობალაძეს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება