ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სირიაში მომხდარ აფეთქებას გმობს.
„ვგმობ საშინელ შეტევას პროვნიცია იდლიბში, სირიაში, სომლის დროსაც ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები,“_აცადებს სტოლტენბერგი.
მისივე თქმით, ანგარიშის მიხედვით, ამ თვეში უკვე მესამედ დაფიქსირდა ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევა.
„ეს არის მესამე ანგარიში ბოლო თვის განმავლობაში,როდესაც ამ ბარბაროსულ იარაღს იყენებენ. ყველამ პასუხი უნდა აგოს“,_ამბობს ის.
ნატო-ს გენერალური მდივანი სირიას მოუწოდებს, რომ ქიმიური იარაღის ამკრძალავ კონვენციის დაცვა უზრუნველყოს.
„იარაღის გამოყენება, რომელიც ნებისმიერი სახის ქიმიკატს შეიცავს ადამიანების სიკვდილს ან მათ სამუდამო დაზიანებას იწვევს. ქიმიური იარაღის კონვენციას, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენებას კრძალავს, სირიამ ხელი 2013 წელს მოაწერა. სირიაში საერთაშორისო ნორმა სრულად უნდა იქნეს ძალაში დატოვებული და ქვეყანამ, როგორც კონვენენციის წევრმა,ვალდებულია ,უზრუნველყოს მისი სრული დაცვა და შეასრულოს კონვენციით დაკისრებული ვალდებულებები“,_აცხადებს სტოლტენბერგი.
როგორც ცნობილია, სირიაში, იდლიბის პროვინციაში, გუშინ ავიაიერიშის შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა.
ამავე თემაზე:
რა მოხდა სირიაში და ვის ადანაშაულებენ ქიმიური იარაღის გამოყენებაში