BBC-ის ინფორმაციით, მალაიზიაში, პარლამენტში გამართულ დებატებზე დეპუტატმა შაბუდინ იაჰაიას გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.
როგორც ცნობილია, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილმა მას „პირველი კლასის იდიოტი“ უწოდა.
დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გაუპატიურება დანაშაულად ითვლება, მოძალადესა და მსხვერპლს ერთად ცხოვრების შანსი უნდა მიეცეთ.
მისი განცხადებით, ქორწინება ძალადობის მსხვერპლს ცხოვრების უკეთ წარმართვაში დაეხმარება.
„გაუპატიურების მსხვერპლისა და მოძალადის ქორწინებამ შესაძლოა მათი ცხოვრების გაუმჯობესება გამოიწვიოს. პირს, რომელიც გააუპატიურეს, უფერული მომავალი არ ექნება, რადგან, მას სჭირდება ქმარი, რამაც შესაძლოა სოციალური პრობლემების გადაწყვეტასაც ხელი შეუწყოს“,_განაცხადა მან.
მისივე თქმით, 12-15 წლამდე ასაკის ბავშვების ნაწილი დაოჯახებისთვის მზად არის.
„გოგონები, რომლებიც 12-15 წლის ასაკში გარეგნულად 18 წლის ასაკის ქალებს ჰგვანან ოჯახის შესაქმნელად მზად არიან“,_ამბობს დეპუტატი.
მაუწყებლის ინფორმაციით, დეპუტატმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი ნათქვამი კონტექსტიდან ამოიღეს და ის ბავშვების ქორწინებას ეწინააღმდეგება,რომელიც ისლამის რელიგიის მიხედვით ნებადართულია.
დეპუტატის განცხადებას, მალაიზიის არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვების ხმის“ ხელმძღვანელი გამოეხმაურა.
მისი თქმით, დეპუტატის სიტყვები ახალგაზრდა გოგოებზე ცუდად აისახება.
როგორც ცნობილია,აღნიშნული განცხადების გამო იმედგაცრუება გამოთქვა შაბუდინის კოლეგამაც.
„21-ს საუკუნეში, როდესაც მოძალადე უნდა დაისაჯოს, ამის მაგივრად მსხვერპლზე დაქორწინებით მარტივად აარიდებს სასჯელს ტავს.ყველა ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს, იოცნებოს და გაერთოს. დეპუტატებმა და ხელისუფლებამ კი ბავშვების ინტერესები საუკეთესოდ უნდა დაიცვას“,_განაცხადა აბდულ რაჰმან დაჰლანმა.