ქორწილი, ეს ყველაზე ბედნიერი დღეა შეყვარებული ადამიანების ცხოვრებაში. ასე ფიქრობენ 32 წლის ალექს პელინგი და 30 წლის ლიზა გრანტიც. მათ პირველად 6 წლის წინ იქორწინინეს, მაგრამ გასულ წელს, წყვილმა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და ცალ-ცალკე, ყველა ქვეყანაში ქორწილის გადახდა გადაწყვიტა. ალექს პელინგმა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისათვის საკუთარი ბიზნესი გაყიდა, რის შემდეგაც წყვილმა ფურგონი შეიძინა და მოგზაურობა დაიწყო.
წყვილი უკვე 22 ქვეყანაში იმყოფებოდა (შესაბამისად 22-ჯერ იქორწინა) და მათ უახლოეს გეგმებში კიდევ რვა ქვეყნის მონახულება და თითოეულ მათგანში ქორწინება შედის. თითოეული ქორწილის დაგეგმვისას წყვილი ადგილობრივ ტრადიციებს ითვალსიწინებს და ყველა ქვეყანაში “ტრადიციულ ქორწილს” იხდის.
წყვილს თავისი ინტერნეტ ბლოგი აქვს, სადაც ცოლ-ქმარი ყველა ქორწილის ამსახველ ფოტომასალასა და შთაბეჭდილებებს აზიარებენ. “ჩვენ უკვე ერთი წელია ფურგონში ვცხოვრობთ და 24 საათის განმავლობაში ერთად ვართ, მიუხედავად ამისა არც ერთხელ გვიჩხუბია,” – წერს ლიზა გრანტი. “მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვიქორწინეთ, თითოეული ქორწილის წინ საშინლად ვნერვიულობთ,”- ამბობს ალექსი.