NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვას, არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია, გამოკითხულთა 51% პასუხობს, რომ არის დემოკრატია, 40% პასუხობს, რომ არ არის დემოკრატია, ხოლო 8%-მა არ იცის.
გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ ქვეყანა დემოკრატიულია, მაგრამ საჭიროებს გაუმჯობესებას.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.